Accessibility links

ზაზა სარალიძესა და გორის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა


ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციაზე. გორი, 2018 წლის 14 სექტემბერი

გორის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნებიდან“ დავით რაზმაძემ. ინციდენტამდე რაზმაძემ თბილისიდან გორში ჩასულებს პოლიტიკურად მართული უწოდა. გორში, სადაც აქცია მიმდინარეობს 18 წლის ხელთუბნელი თორნიკე მერებაშვილის სიკვდილის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, თბილისიდან ზაზა სარალიძესთან ერთად ჩავიდნენ პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG