Accessibility links

ლევან ყიფიანი „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოდან წავიდა


ლევან ყიფიანმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“, ის ტოვებს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ეს განცხადება მოჰყვა მისი და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელის, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოანაწერის მედიით გავრცელებას.

14 სექტემბერს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ აუდიოანაწერში, ყიფიანი ოქუაშვილს სთავაზობს პრობლემების მოსაგვარებლად გადაიხადოს სამი მილიონი, საიდანაც ნაწილი ბიუჯეტში შევა და ახსენებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს.

მანამდე ტელეკომპანიამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ყიფიანი და ოქუაშვილი ამავე თემაზე საუბრობენ და ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. 11 სექტემბერს მამაცაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მისი სახელის გამოყენებას საეჭვოდ ცდილობენ და პროკურატურას გამოძიების დასაწყებად მიმართა. 12 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიით გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მუხლით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG