Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი შეისწავლის ბრიტანეთის თხოვნას სკრიპალების საქმეზე ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით


კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში განიხილავენ ბრიტანეთის ნებისმიერ თხოვნას სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილი ორი პირის დაკითხვის თაობაზე. მაგრამ როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, აქამდე ასეთი თხოვნა ბრიტანეთის მხრიდან არ გაკეთებულა. ბრიტანეთი ორ პირს, რუსლან ბოშიროვსა და ალექსანდრ პეტროვს ადანაშაულებს ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის განზრახვაში. ბრიტანელი გამომძიებლების თანახმად, ეჭვმიტანილებმა მარტის თვეში საბძოლო დანიშნულების მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ მიასხურეს სერგეი სკრიპალის საცხოვრებელი ბინის კარებს. 14 სექტემბერს დიმიტრი პესკოვმა უარყო რუსეთის სახელმწიფოს ნებისმიერი სახის მონაწილეობა სკრიპალების მოწამვლის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG