Accessibility links

პოლ მანაფორტმა თავი დამნაშავედ სცნო ბრალდების ორ პუნქტში


დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა თავი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის ორ დანაშაულში, რომელიც მას წაუყენა აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა. იგი იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს. სასამართლოში 14 სექტემბერს დარეგისტრირებულ დოკუმენტებში, მანაფორტი დათანხმდა აღიარებინა დანაშაული აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებისა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში. საინფორმაციო ხასიათის მსგავსი სისხლის სამართლებრივი დოკუმენტი მხოლოდ ბრალდებულის თანხმობით შეიძლება იქნეს სასამართლოში წარდგენილი და იგი ადასტურებს იმას, რომ გარიგება შედგა და ბრალდებული თანახმაა ითანაშრომლოს პროკურორთან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG