Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანაფის ლეგალური ბრუნვისთვის საჭირო ლიცენზიის ფასი 25 000 ლარი იქნება


სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციისთვის საჭირო ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება, - ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე 14 სექტემბერს გამოქვეყნდა. 25 000 ლარი ეღირება სამრეწველო მიზნით კანაფის მოყვანის ლიცენზიაც.

იგივე ფასი ექნება ლიცენზიებს სამედიცინო მიზნით გადამუშავებული კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტისთვის და კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვისაც.

დოკუმენტში წერია, რომ კანაფის მოყვანა დასაშვები იქნება მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში. შენობა კი აღჭურვილი უნდა იყოს შუქ-ხმოვანი სიგნალებით, სადღეღამისო დაცვითა და ვიდეო მეთვალყურეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG