Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დათანხმდა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გამარტივებულ პირობებს


რუსეთი დათანხმდა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გამარტივებულ პირობებს რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღსადგენად.

ივნისში მსოფლიო სადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ოლივიე ნიგლიმ წერილი გაუგზავნეს რუსეთის სპორტის მინისტრს, პაველ კოლობკოვს. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის სპორტის მესვეურებმა საკმარისად აღიარეს დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები. რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღსადგენად რიდიმ და ნიგლიმ კოლობკოვს ორი პირობა წაუყენეს. პირველი - წვდომა სინჯებზე, რომლებიც ინახება გამოძიებასთან დაკავშირებით დალუქულ მოსკოვის ლაბორატორიაში. მეორე - მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის მიღება, რომელშიც საუბარია მანიპულაციებზე რუსეთის ანტისადოპინგო სიტემაში.

კომპრომისის სახით მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს შესთავაზა, წერილობით აღიაროს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიის დასკვნები. ეს კომისია იკვლევდა ვითარებას დოპინგის სინჯების თაობაზე 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე. მასში ნათქვამი იყო, რომ სპორტის სამინისტროს ზოგი თანამშრომელი სინჯებით მაქინაციებს ეწეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG