Accessibility links

ზაზა სარალიძემ დატოვა ინგოროყვას კლინიკა


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას.

მანამდე ზაზა სარალიძე, რომელიც პარლამენტის წინ ექვსი დღის განმავლობაში შიმშილობდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"სავარაუდოდ, შევწყვეტ შიმშილობას. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მედგრად ვებრძოლო ამ ნაძირლებს", - თქვა ზაზა სარალიძემ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ. მისი თქმით, ის შეუერთდება საპროტესტო აქციებს, რომლებიც გაგრძელდება.

"პირდაპირ მეუბნებიან, რომ ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ. მტკიცებულებები არ არსებობსო. მტკიცებულებები როგორ იარსებებს, ‘შეჭამეს’ პროკურორებმა და გამომძიებლებმა. იმ პროკურორებს და გამომძიებლებს უნდა მოეთხოვოს პირველ რიგში პასუხი, რომ მტკიცებულებები გამოჩნდეს", - განაცხადა სარალიძემ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG