Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.” - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, აღნიშნული დაკავება უკავშირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG