Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ტურისტების გაქურდვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს


ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტურისტების გაქურდვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებული, რომელმაც გამოძიების თანახმად რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთები და თანხა მოიპარა,1963 წელს არის დაბადებული და წარსულში მრავალგზის ნასამართლევია.

სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG