Accessibility links

ზაევი მაკედონიელებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნის სახელწოდების შეცვლას


მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი აცხადებს, რომ მოქალაქეები ან დაეთანხმებიან ქვეყნისათვის სახელის გადარქმევას, ან მაკეოდონიას „არასტაბილურობა“ და „იზოლაცია“ ელოდება. სააგენტო ფრანს-პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში ზაევი მოუწოდებს მაკედონიელებს, რათა 30-ი სექტემბერის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირონ ახალ სახელს - ჩრდილოეთ რესპუბლიკა მაკედონიას, რომელზეც კომპრომისული შეთანხმება მიღწეული იქნა საბერძნეთთან. მეზობელი საბერძნეთი ეწინააღმდეგება სახელწოდება მაკედონიას, რადგან შიშობს, რომ იგი ითვალისწინებს ტერიტორიულ პრეტენზიებს ანალოგიური სახელწოდების ჩრდილოეთ საბერძნეთის მიმართ. სახელწოდების საკითხში საბერძნეთის წინააღმდეგობის გამო მაკედონიას თავის რიგებში მიღებაზე უარს ეუბნებიან ნატო და ევროკავშირი. ევროპული კურსის მომხრე ზორან ზაევს ორმილიონიან ქვეყნაში მოწინააღმდეგეები ჰყავს ნაციონალისტური ძალების სახით, მაგრამ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმზე გამოტანილ საკითხს მოსალეობის უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს. „იმდენად მტკიცედ ვარ დარწმუნებული რეფერენდუმის წარმატებაში, რომ ყურადღებას არც ვაქცევ სხვა მოსაზრებას“,- განაცხადა ზაევმა სააგენტო ფრანს პრესთან ინტერვიუში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 სექტემბერს წერილი მისწერა მის მაკედეონიელ კოლეგას გიორგე ივანოვს, რომელშიც ნათქვამია, რომ „მაკედონიის გაწევრიანება ნატოში გააძლიერებს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას მთელ რეგიონში“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG