Accessibility links

ილია მეორე ხელისუფლებას მოუწოდებს სიფრთხილით მოეკიდოს კანაფის წარმოებას


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ფრთხილად მოეკიდოს ქვეყანაში კანაფის წარმოების განვითარების საკითხს, რაზეც ცოტა ხნის წინ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. „არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ამ პროცესს უწოდა „საშიში“ და დასძინა, რომ ამ ნაბიჯით ნარკომანია „კიდევ უფრო გავრცელდება საქართველოში“. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება მსოფლიოში „გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“, რის გამოც საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს თავისი საექსპორტო პოტენციალი. „ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG