Accessibility links

ერაყის პარლამენტმა სპიკერად აირჩია პროირანული ბლოკის წარმომადგენელი


ერაყის პარლამენტმა 15 სექტემბერს სუნიტი კანონმდებელი, მუჰამად ალ-ჰალბუსი აირჩია ახალ სპიკერად იმ ფონზე, როდესაც თითქმის დასასრულს უახლოვდება ახალი მთავრობის ფორმირების საკითხიც მრავალთვიანი დაძაბული კონსულტაციების შემდეგ. 34 წლის მუჰამად ალ-ჰალბუსი ერაყის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი იქნება. მის კანიდატურას მხარს უჭერს პროირანული ალიანსი, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პარტიზანებისაგან შექმნილი ორგანიზაცია ჰადი ალ-ამერი. ბოლო კვირების განმავლობაში ერაყის სამხრეთ ქალაქ ბასრაში გაიმართა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და ერაყის საქმეებში ირანის ზეგავლენის გაძლიერების წინააღმდეგ. ერაყის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 12 მაისის არადამაჯერებლი არჩევნების შემდეგ. შიიტი სასულიერო პირის მოყტადა ალ-სადრის პოლიტიკურმა ბლოკმა 329 ადგილიან ერაყის პარლამეტში 54 მანდატი მოიპოვა; ამერის ბლოკმა 47, ხოლო პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ-აბადის კოალიციას მხოლოდ 42 ადგილი ხვდა წილად.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG