Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში ლგბტ აქტივისტების მსვლელობა მიმდინარეობს


გაძლიერებული პოლიციის დაცვის თანხლებით სერბიის დედაქალაქ ბელგრადში ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობა მიმდინარეობს. ბელგრადის წლევანდელი გეი-პრაიდი წარმოადგენს დასკვნით ღონისძიებას „ბელგრადის პრაიდ კვირეულისა“, რომლის დევიზია „Reci da!" „უთხარი - დიახ!“ ღონისძიების დროს უჩვენებდნენ ფილმებს, მოეწყო გამოფენები, კონფერენციები და დებატები. როგორც გორან მილეტიჩი, სამოქალაქო უფლებების დაცვის წარმომადგენელი და აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი აცხადებს, გეი-პრაიდზე ელოდებიან სერბიის პრემიერ-მინისტრ, ანა ბრნაბიჩსა და ბელგრადის ახალ მერს, ზორან რადოჩიჩს. სერბიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი, რომელიც არ მალავს, რომ სექსუალურ უმცირესობას ეკუთვნის, - შარშან ამ დროს შეუერთდა გეი აღლუმის ათასამდე მონაწილეს. კვირას ბელგრადის გეი-პრაიდი გააპროტესტა რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, რომლებსაც ხელთ ეპყრათ მართლმადიდებლური ხატები და ჯვრები და საეკლესიო სიმღერებს გალობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG