Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს. 20 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. ბახტაძე ასევე შეხვდება USAID-ის, OPIC-ის, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა დასაერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მამუკა ბახტაძე ასევე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG