Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს ყირიმში


ფიონა ფრეიზერი
ფიონა ფრეიზერი

რუსეთი განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას ანექსირებულ ყირიმში. ამის შესახებ განაცხადა ფიონა ფრეიზერმა, ადამიანის უფლებების დარგში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში. ორგანიზაციის მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, ბოლო ათი თვის განმავლობაში ნახევრკუნძულზე არანაირი გაუმჯობესება არ მომხდარა. მოსკოვი კი განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას, რაც რუსეთს, როგორც „ოკუპანტ ქვეყანას“, ვალდებულებებს აკისრებს. კერძოდ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიას მართავს თავისი კანონებით. იძულებით იწვევს იქაურ მოქალაქეებს რუსულ არმიაში, აიძულებს აიღონ რუსეთის მოქალაქეობა და დამნაშავეები ყირიმიდან გადაჰყავს რუსეთის ტერიტორიაზე, იქ ასამართლებს და ათავსებს რუსეთის საპატიმროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG