Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიას ზუროსი: „წავაგეთ, მაგრამ ქართულ კალათბურთს აქვს მომავალი“


ილიას ზუროსი
ილიას ზუროსი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის განცხადებით, საბერძნეთის ნაკრებთან წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი უიღბლობა იყო. ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენმა ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რათა თავი ბოლომდე წარმოეჩინათ. დიდი სამუშაო შეასრულეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც დავმარცხდით. ბოლო წამამდე შეგვეძლო მოგება. არ გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შეცდომებიც. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა ტოპ-ლიგებში მოთამაშე კალათბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები: შერმადინი, ბითაძე, შენგელია და სხვები. ახალგაზრდა კალათბურთელებიც მოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კალათბურთს აქვს მომავალი. მადლობა ქართველ ქომაგებს, რომლებმაც დარბაზში საოცარი ატმოსფერო შექმნეს“, - თქვა ილიას ზუროსმა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 16 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 3 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. მომდევნო თამაშს ქართველი კალათბურთელები 30 ნოემბერს გამართავენ სტუმრად ესტონეთის ნაკრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG