Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებმა უარი თქვეს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე


მძღოლებს გადაკეტილი აქვთ შემოსავლების სამსახურის განბაჟების ეკონომიკური ზონის ტერმინალი.
მძღოლებს გადაკეტილი აქვთ შემოსავლების სამსახურის განბაჟების ეკონომიკური ზონის ტერმინალი.

ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ და მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრს დროს აძლევენ დღის სამ საათამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციის ორგანიზებას გეგმავენ. გადამზიდავებს მინისტრთან შეხვედრა ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ლაშა გორგაძემ შესთავაზა.

„უარის შემთხვევაში რა მოხდება, არ ვიცით. აქცია ფართომასშტაბიანი გახდება", - ამბობს აქციის მონაწილე, მძღოლი ტარიელ ქარდავა.

მძღოლებს გადაკეტილი აქვთ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერმინალი. გადამზიდავები მთავრობას ადანაშაულებენ ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვასა და მსხვილი იმპორტიორების მხარდაჭერაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 22 აგვისტოს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის და ფქვილის შემოტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით და ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითაც. ბრძანებაში გადაწყვეტილების მიზეზი მითითებული არ არის, ამოქმედების ვადად კი 15 სექტემბერი განისაზღვრა. 18 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრძანების ამოქმედება 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG