Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, სექსი არის „ღვთის წყალობა“ და არა ტაბუ


რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, სექსი არის „ღვთის წყალობა“ და არა ტაბუ. ეს განცხადება მან საფრანგეთის ახალგაზრდობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ფრანცისკეს სიტყვებით, სექსი აუცილებელია ახალი სიცოცხლის შესაქმნელად. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ვნებიან სიყვარულს, მისი აზრით, მარადიული სიცოცხლისკენ მივყავართ. მან ასევე გააკრიტიკა პორნოგრაფია და მას უწოდა „ტყუილის ინდუსტრია“, რომელიც „მოწყვეტილია სიყვარულს“ და გართობისთვის გამოიყენება. კათოლიკური ეკლესია გმობს სექსს ქორწინების გარეშე, კონტრაცეფციის გამოყენებას და განქორწინების შემდეგ კვლავ ქორწინებას. 2010 წელს პაპმა ბენედიქტე XVI-მ შეარბილა პოზიცია პრეზერვატივებთან დაკავშირებით და დათანხმდა, რომ ისინი აივ-ინფექციისგან დაცვის საშუალებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG