Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი: „ბულინგი სკოლებში მიუღებელია“


18 სექტემბერს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ერთ-ერთი მშობლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მისი შვილის ბულინგის თაობაზე, საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ქუთაისის #2 სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ვერბალური ჩაგვრის შესაძლო ფაქტის შესახებ ამბის გავრცელებისთანავე შესაბამის სამსახურებს ვითარების შესწავლა დაავალა.

„ბულინგი მიუღებელია როგორც სკოლის პედაგოგებისგან, ისე ადმინისტრაციული პერსონალისგან“, - თქვა მინისტრმა. ბატიაშვილის განცხადებით, მსგავსი ფაქტები სკოლაში არ უნდა ხდებოდეს.

მინისტრის კომენტარი ფეისბუკის მომხმარებლის, "ამირა მირას" მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა

მშობელი წერდა, რომ მისი მეხუთეკლასელი შვილი მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა:

„მასწავლებელი, რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან, არის დამნაშავე!!! მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე!!!“ - წერს მშობელი.

"ამირა მირას" მომხდარზე კომენტარი რადიო თავისუფლებამაც სთხოვა, თუმცა მისი განცხადებით, ის ამ ეტაპზე პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ მასწავლებელმა ბოდიში მოუხადა, რომ დაელოდება მოვლენების განვითარებას და მხოლოდ ამის მიხედვით იმოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG