Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულმა საქართველომ" დატოვა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უწყებათშორისი კომისია


ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შექმნილი უწყებათშორისი კომისია დატოვა პარტიამ „ევროპული საქართველო.“ მისი წევრის, პარლამენტის დეპუტატის ოთარ კახიძის შეფასებით, ამ ფორმატით მუშაობა არც ადრე გამოირჩეოდა გახსნილობით და დარღვევებზე დროული რეაგირებით, ბოლო დროს კი სრულ ფარსად იქცა. „სხდომები დახურულია მედიისთვის, რომ საზოგადოებამ არ დაინახოს შიგნით რაც ხდება. არც ერთ დარღვევაზე არ დაფიქსირებულა ადეკვატური რეაგირება. მინისტრი თავს ესხმის არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ არასამთავრობო სექტორსაც. ვიდრე ასეთი პოლიტიკური სიძულვილით გაჟღენთილი ქალბატონი ხელმძღვანელობს ამ პროცესს, ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს, რომ გავაგრძელოთ ყოფნა და მუშაობა აღნიშნულ კომისიაში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. უწყებათშორის კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. 14 სექტემბერს, კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG