Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ დასკვნაში სარალიძის მკვლელის ვინაობა არ იკვეთება


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტის სხდომაზე ორი დასკვნა წარმოადგინა - ერთი „ევროპული საქართველოს“, ხოლო მეორე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული.

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას პასუხისგებაში უნდა მიეცათდავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ პირთან და ზოგადად მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან დაკავშირებით, რაც, მათივე განცხადებებით განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან. კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.

„საგამოძიებო კომისიის ზემოხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG