Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი უარყოფს ჩარევას ბოსნია-ჰერცეგოვინის საქმეებში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო დასავლეთის ბრალდება, რომ მოსკოვი ერევა ბოსნია-ჰერცეგოვინის საქნეებში, იმ ფონზე, როცა მან შეხვედრა გამართა რეპუბლიკა სრპსკას ლიდერებთან, ერთეულის ადმინისტრაციულ დედაქალაქში. ლავროვი ბანია ლუკაში 21 სექტემბერს შეხვდა რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტს, მილორად დოდიკს და სერბიის პრემიერ-მინისტრს, ივიცა დაჩიჩს. მან ასევე შეხვედრები გამართა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოშიც, თუმცა იმ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია დაჩიჩს. ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთი პატივს სცემს ბოსნიის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ერევა არჩევნებში, რომელიც 7 ოქტომბერს არის დანიშნულიო. "ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ბოსნიელი ხალხის არჩევანს და ვიმუშავებთ ნებისმიერ ძალასთან, რომელსაც ისინი აირჩევენ" - განაცხადა მან და დასძინა - "ჩვენ სხვა ქვეყნების ხალხებს არასოდეს ვაძლევთ რჩევებს იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მისცენ ხმაო". ბოსნია ორ ერთეულად არის გაყოფილი - რეპუბლიკა სრპსკად, რომელშიც დომინანტურ ძალას ეთნიკური სერბები წარმოადგენენ და მუსლიმთა და ხორვატთა ფედერაციად. ეს ერთეულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთობლივი სახელმწიფო ინსტიტუტებით, მათ შორის სამწევრიანი საპრეზიდენტო ინსტიტუტით. დოდიკის საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს ავტონომიის გაფართოებას რეპუბლიკა სპრსკასთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG