Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის მთავრობაში აშშ-ის ელჩი გამოიძახეს რუსეთთან დაკავშირებული სანქციების გასაპროტესტებლად


ჩინეთის მთავრობაში გამოიძახეს პეკინში აშშ-ის ელჩი, რათა ოფიციალურად გაეპროტესტებინათ ვაშინგტონის მიერ ჩინური სამხედრო ორგანიზაციისთვის სანქციების დაკისრება იმისათვის, რომ მან შეიძინა რუსეთის რაკეტები და სამხედრო თვითმფრინავები. 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტისთვის და მისი ხელმძღვანელისთვის დაწესებულ სანქციებს უწოდებს "საერთაშორისო კანონმდებლობის საბაზისო პრინციპების სერიოზულ დარღვევას". განცხადება, რომელიც ერთ დღეში მოჰყვა პეკინის მიერ ვაშინგტონის მისამართით გამოთქმულ მოწოდებას ან სანქციები გაეუქმებინა, ან კი შედეგები ეწვნია, ამბობს, რომ ვაშინგტონს "არ აქვს უფლება ჩაერიოს" ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობაში. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ჩინეთში აშშ-ის ელჩი, ტერი ბრანშტადტი, საპროტესტო განცხადების ოფიციალურად გადასაცემად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG