Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტს კვლავ შეუჩერა უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ


იგორ დოდონი
იგორ დოდონი

მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონს. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ორჯერ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ, პაველ ფილიპის თხოვნა ახალი მინისტრების დანიშვნის თაობაზე. საუბარია სილვია რადუზე, რომლის კანდიდატურაც მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე და ნიკოლაე ჩუბუკეზე, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატზე. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანდიდატების დანიშვნას ამიერიდან ხელი შეყულიათ მოაწერონ პარლამენტის სპიკერმა, ანდრიან კანდუმ და თავად პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა. მოსკოვთან მეგობრული კავშირების მქონე, მოლდავეთის პრეზიდენტ იგორ დოდონს მეოთხედ შეუჩერდა უფლებამოსილება მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტად აირჩიეს. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს დემოკრატები მხოლოდ საარჩევნო მიზნებისათვის იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG