Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი ზეიმობს „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს“


სოხუმში, თავისუფლების მოედანზე „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. აღლუმი, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ბესლან ცვიჟბა მეთაურობს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გამოსვლით დაიწყო: „დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან და ძმებთან ვზეიმობთ, ჩვენი უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა წმინდა თავისუფლება, რომელსაც ასობით და ათასობით მამაცი აფხაზი შეეწირა. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერაგულად შემოჭრილ ქართველებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენი ძმები ჩრდილოეთი კავკასიიდან, ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოხალისეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და სხვა უცხო ქვეყნებიდან“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG