Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში ათასს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


მიწისძვრით დანგრეული სავაჭრო ცენტრი კუნძულ სულავესიზე
მიწისძვრით დანგრეული სავაჭრო ცენტრი კუნძულ სულავესიზე

ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, 1200-მდე გაიზარდა მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ნანგრევებში რჩება დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანი. სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, საცხოვრებლის გარეშე დარჩა 16 ათასზე მეტი ადამიანი, ჰუმანიტარული დახმარება კი საერთო ჯამში სჭირდება 2 400 000 ადამიანს. ინდონეზიის ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ევროკავშირმა ინდონეზიას უკვე გამოუყო 1,5 მილიონი ევრო, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და კარვებისთვის დაიხარჯება. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა აშშ-მა. 28 სექტემბერს მომხდარი 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მდებარეობდა. მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG