Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს


"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი თბილისში
"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი თბილისში

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელშიც პარტიის წევრებთან ერთად მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. შეხვედრას პარლამენტის წევრების გარდა ესწრებიან საკრებულოს წევრებიც. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ განიხილავენ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. პარტიის წევრებმა არ დააკონკრეტეს იმსჯელებენ, თუ არა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აიძულეს ოთხი მილიონის გადახდა. „ქართული ოცნების“ მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, „2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე გაკეთდება პოლიტიკური განცხადება.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG