Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Conflict Intelligence Team-ის ცნობით, დადგენილია მოსკოვში ალექსანდრ მიშკინისა და ანატოლი ჩეპიგას ბინები


მოსკოვის ბინა, რომელშიც ჩაწერილია სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი ალექსანდრ მიშკინი (პეტროვი), ეკუთვნის მის ცოლს. ხოლო მამაკაცი, რომელიც შეხვდა ამ ბინაში ტელეარხ „დოჟდის“ კორესპონდენტს, შესაძლოა გრუ-ს აგენტი იყოს. ასეთ დასკვნამდე მივიდა საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team-ი. ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, ვინ არის ანატოლი ჩეპიგას (რუსლან ბოშიროვის) - სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი მეორე პირის - ბინის პატრონი. ჯგუფის ცნობით, ჩეპიგას ბინა ეკუთვნის მას, მის ცოლსა და ბაშვებს. როცა „დოჟდის“ ჟურნალისტები შეეცადნენ, ბინაში მოხვედრილიყვნენ, მათ დახვდათ უცნობი პირი, რომელმაც სამსახურის საბუთი წარუდგინა და მოსთხოვა მათ დაუყოვნებლივ წასულიყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG