Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ქარიშხალ „მაიკლს“ ემსხვერპლა სულ მცირე ორი ადამიანი


აშშ-ში მძვინვარე ქარიშხალ „მაიკლს“ ემსხვერპლა სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. როგორც როიტერსი იტყობინება, ამჟამად ქარიშხალი შესუსტდა, მაგრამ ჯერაც წარმოადგენს საფრთხეს ასიათასობით ადამიანისთვის ფლორიდის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატებში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ქარის სიჩქარე 250კმ/სთ-ს აღწევდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 700 ათასზე მეტი სახლი, ევაკუირებულია ნახევარ მილიონამდე ადამიანი. რეგიონში შემოღებულია საგანგებო ვითარება. ქარიშხალს ხუთბალიანი სისტემით მეოთხე კატეგორია მიანიჭეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG