Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები მოითხოვენ "სუბელიანის ჩანაწერში" დასახელებული ფაქტების შესწავლას


ალეკ ცქიტიშვილი
ალეკ ცქიტიშვილი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა იმ ფაქტობრივი გარემოებებისა, რომლებზეც მირზა სუბელიანი საუბრობს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, პროკურატურა ძირითადად, იმ ფაქტითაა დაინტერესებული, თუ როგორ მოხდა ჩაწერა და გავრცელება და არ ინტერესდება ჩანაწერის შინაარსით. ცქიტიშვილის თქმით, ჩანაწერში საუბარია მთელ რიგ დანაშაულებზე, რასაც რეგირება უნდა მოჰყვეს, თუმცა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროკურატურას მოუწოდებს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული ფაქტების შესწავლისკენ. „ჩვენ აქამდეც მიგვიმართავს პროკურატურისთვის, რომ უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ნეგატიურ გავლენას ახდენდა გამოძიებაზე. დღეს ჩვენ ამ აუდიოჩანაწერებით ვხედავთ, რომ კიდევ უფრო გამყარდა წინასწარი ინფორმაცია, რაზეც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყოველთვის საუბრობდა" - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, პროკურატურისგან მოითხოვენ დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა იმ ფაქტობრივი გარემოებებისა, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებშია დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG