Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტიკის კორპორატიული ეთიკა


ავტორი: რეზო ბაინდურაშვილი

ეთიკური ან როგორც გენებოთ პასუხისმგებლიანი ბიზნესი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის საჭიროებებს რაც დადებით გავლენას ახდენს სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. ასევე, ჟურნალისტიკაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ცდილობს ადამიანური და ფინანსური შესაძლებლობების ინტეგრაციით ფოკუსირდეს სამიზნე აუდიტორიისათვის მნიშვნელოვან პრობლემებზე. მაგ: ეკოლოგიური კატასტროფები, სიღარიბე, ადამიანების უფლებების დარღვევა, გლობალური დათბობა, ჰაერის დაბინძურება, სასმელი წყლის ნაკლებობა და ბიომრავალფეროვნების რღვევა. ნებისმიერი ჟურნალისტური პროდუქტი კი პროპორციულად ასახავსმედია ორგანიზაციის ფასეულობებს, რომელიც ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებასა და ცალკეულ სფეროში არსებული სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.

ჟურნალისტური კონტენტი სვამს საკითხს, გვასწავლის და ხსნის სათქმელის მნიშვნელობას. თანამედროვე მედია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ითვალისწინებს ორგანიზაციის ინტერესებს და ცდილობს დაიცვას შემდეგი ეთიკური საკითხები: სიმართლე, სიზუსტე ინფორმაციის ნაწილობრივი ან სრული გავრცელება.

მედია მუდმივად უნდა ცდილობდეს დარჩეს საზოგადოებასთან. როგორც ავღნიშნეთ, ჟურნალისტიკას აქვს რესურსი და იგი უკეთესობისაკენ ცვლის საზოგადოებრივ ცხოვრებას. მაგ: ჟურნალისტის კადრში მოხვდა ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად მიწასთან გასწორებული ქალაქი, აფრიკაში გადაღებული შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა, პოლიცია სასტიკად უსწორდება მშვიდობიან აქციაზე მისულ მომიტინგეებს, გლობალური დათბობის შედეგად კადრში მოქცეულია დამშრალი ტბები და მდინარეები, წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები ჰაერის დაბინძურების შესახე და ა.შ. მსგავსი პროდუქტი საზოგადოებას უქმნის დასწრების ეფექტს და მათ ჩართულობისაკენ მოუწოდებს.

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაორიატის ამერიკელი ეკონომისტის მილტონ ფრიდმანის აზრით „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოგების ზრდაა“.

ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობის უკანაც დგას მესაკუთრე. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია მედია-ინტერესი უგულებელყოფდეს საზოგადოების ან თემის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ჟურნალისტური პასუხისგმლებლობის ძირითადი პათოსი ორიენტირებულია, არა მხოლოდ საქმიანობის გაფართოებაზე, არამედ მომხმარებელზე, თანამშრომელსა და ფართო საზოგადოებაზე. ყოველივე ზემოთნახსენები კი ემსახურება პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG