Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შესაძლოა გავიდეს ბირთვულ იარაღზე შეთანხმებიდან, რომელიც საბჭოთა კავშირთან გააფორმა 


ვაშინგტონი, 1987 წლის 8 დეკემბერი. აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი ხელს აწერენ ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ელიმინაციის შესახებ (INF)
ვაშინგტონი, 1987 წლის 8 დეკემბერი. აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი ხელს აწერენ ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ელიმინაციის შესახებ (INF)

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი იწყებს რუსეთში ვიზიტს, რის ფონსაც ქმნის ცნობები, რომ ვაშინგტონი აპირებს გავიდეს ბირთვული იარაღის შესახებ ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს ხელშეკრულების დარღვევაში. როგორც გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ 19 ოქტომბრის ნომერში წერს, ბოლტონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გააფრთხილებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან (ხელშეკრულება საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ) გასასვლელად. გაზეთის ინფორმაციით, აშშ-ს ჯერ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ოფიციალურ პირებს არ უარუყვიათ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც გაზეთი წერს, ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ რუსეთი ხელშეკრულებას არღვევს, როცა ბირთვული იარაღს განათავსებს, მაგალითად, კალინინგრადის რეგიონში ნატოს წევრი მეზობლების დასაშინებლად. ხოლო გაზეთ „გარდიანის“ ინფორმაციით, ბოლოხანს ბოლტონმა ურჩია პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელშეკრულებიდან გასვლა. რუსეთიდან ბოლტონი ჩავა აზერბაიჯანში რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის ირანთან ურთიერთობაზე მოსალაპარაკებლად. ამის შემდეგ არის დაგეგმილი სტუმრობა სომხეთსა და საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG