Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 25 ადამიანი დაიღუპა არჩევნების დღეს მოწყობილი თავდასხმების შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებსა და მთავრობის ჯარებზე თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური. კენჭისყრა ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა გამართულიყო და რამდენჯერმე გადაიდო. დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. ცენტრალურ გორის პროვინციაში კი 11 პოლიციელი მოკლეს. თავდასხმების მიუხედავად, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მოუწოდა „ყველა ავღანელს, ახალგაზრდასა და ხანდაზმულს, ქალებსა და მამაკაცებს“, ისარგებლონ ხმის უფლებით. კენჭისყრისათვის დარეგისტრირებულია 9 მილიონი ამომრჩეველი, რომელიც ირჩევს 249 პარლამენტარს სულ 2,5 ათასამდე კანდიდატიდან. თალიბანი და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდებენ. დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ზოგ ოლქში კენჭისყრის პროცესი დამატებითი დღით გაგრძელდება, რადგან ტექნიკურმა და საორგანიზაციო პრობლემებმა ხმის მიცემაში ხელი შეუშალა ამომრჩევლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG