Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს, ძალაში დატოვონ ხელშეკრულება ბირთვული იარაღის შესახებ


GENERIC STOCK PHOTO - illustration - EU flag waving in front of European Parliament building. Brussels - generic
GENERIC STOCK PHOTO - illustration - EU flag waving in front of European Parliament building. Brussels - generic

ევროკავშირი აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს, გააგრძელონ „კონსტრუქციული დიალოგი“ საკითხებზე, რომლებიც ეხება ხელშეკრულებას საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ (INF). ამის შესახება ნათქვამია ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის საიტზე. მოწოდება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ვაშინგტონი აპირებს ამ ხალშეკრულებიდან გასვლას, რადგან მას რუსეთი არღვევს. როგორც 22 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნავენ, ევროპა მოელის, რომ მხარეები კვლავაც დაიცავენ ხელშეკრულებას, რომელსაც „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისათვის“. ევროკავშირი ხედავს გამალებული შეიარაღების განახლების საფრთხეს. ის აშშ-სა და რუსეთს შეახსენებს, რომ 1987 წელს დადებული ხელშეკრულება ქმნის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველს. INF-ხელშეკრულება აშშ-სა და რუსეთს უკრძალავს 500-დან 5500 კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებსა და განთავსებას. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი უკვე წლებია მუშაობს ასეთ რაკეტაზე. ასეთი ბრალდება აშშ-მა 2014 წელს წაუყენა მოსკოვს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თაცდავის სისტემების ზოგი ელემენტი არღვევს ხელშეკრულებას. ვაშინგტონიც უარყოფს ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG