Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში ინსაიდერული თავდასხმის შედეგად


ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სავარაუდო ინსაიდერული თავდასხმის შედეგად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. „მტკიცე მხარდამჭერი მისიის“ სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის, დებრა რიჩარდონის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო. ამ მსხვერპლის ჩათვლით ამერიკულმა სამხედრო ქვედანაყოფმა ავღანეთში წელს რვა ჯარისკაცი დაკარგა. თავდამსხმელი აღმოჩნდა ავღანეთის უსაფრთხოების წარმომადგენელი, რომელიც ადგილზევე გაანადგურეს თავად ავღანელმა სამხედროებმა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მანამდე მსგავსი თავდასხმები მოხდა ჰერათისა და ყანდაარის პროვინციებში, რაზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ავღანეთში ნატოსა და აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სარდალი, გენრალი სკოტ მილერი ძლივს გადაურჩა 18 ოქტომბერს ჰერათში მოწყობილ თავდასხმას, რომლის დროსაც გავლენიანი ადგილობრივი პოლიციის მეთაური დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG