Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი აცხადებს, რომ ჩაიფუშა აშშ-ის გეგმა ირანზე გაბატონებისა


ხამენეი სტუდენტების წინაშე
ხამენეი სტუდენტების წინაშე

ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ჩაიფუშა აშშ-ის გეგმა, კვლავ აღედგინა ბატონობა ირანზე 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. „ამერიკა დამარცხდა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბოლო 40 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ხამენეიმ 3 ნოემბერს ათასობით ირანელი სტუდენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს. ხამენეის განცხადებას წინ უსწრებდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ხუთი ნოემბრიდან მთელი ძალით აამოქმედოს სანქციები ირანის წინააღმდეგ, რაც ამ ქვეყნის საავიციო წარმოებას, ნავთობის ექსპორტსა და საბანკოს სექტორს შეეხება. ცალკე ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, ხამენეი წერს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შელახა“ პრესტიჟი აშშ-ისა, რომელიც საბოლოოდ დამარცხდება სანქციების განმეორებით ამოქმედების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG