Accessibility links

მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის ადვოკატი: ქვეყანა დავტოვე ჩემი სურვილის საპირისპიროდ


პაკისტანში მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის ადვოკატმა განაცხადა, რომ აიძულეს პაკისტანი დაეტოვებინა და ნიდერლანდში ჩასულიყო. მისი კლიენტი, ასია ბიბი, პაკისტანის სასამარლომ გაამართლა და მას მერე მისი ადგილსამყოფელი, უსაფრთხოების მოსაზრებით, უცნობია. ადვოკატ აიფულ მულუკის თანახმად, გაერომ და ევროკავშირმა უზრუნველყო მისი წასვლა პაკისტანიდან საკუთარი სურვილის საპირისპიროდ, სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო. მულუკმა პრეს-კონფერენციაზე ჰააგაში განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა გაეროს ოფიციალური თანამშრომელი ისლამაბადში მას მერე, რაც ისლამისტებმა პროტესტი გამოთქვეს ქრისტიანი ქალის გამართლების გამო. შემდეგ, მულუკის თქმით, გაეროს თანამშრომლებს და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ის ისლამაბაში ჰყავდათ გაჩერებული. მოგვიანებით, აცხადებს პაკისტანელი იურისტი, ის თვითმფრინავში ჩასვეს თავისი სურვილის საპირისპიროდ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მულუკის თქმით, მან არ იცის სად არის ასია ბიბი, არ იცის, გაათავისუფლეს თუ არა ის ციხიდან, ან სად უნდა ითხოვოს მან თავშესაფარი. ჰკითხეთ გაეროს ხალხს, ამბობს მულუკი, მე არაფერს მეუბნებაინ უსაფრთხოების მოსაზრებით. თვითონ ასია ბიბის ადგილსამყოფელი უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG