Accessibility links

კოლონიაში მყოფი რუსი მკვლელი სამარტოო საკანში მოათავსეს მისი ფოტების გავრცელების შემდეგ


სამარტოო საკანში მოათავსეს ვიაჩესლავ ცეპოვიაზი, რომელიც რუსეთის კოლონიაში 20 წლიან სასჯელს იხდის სადგურ კუშიოვსკაიაში მასობრივი მკვლეობისთვის. ცეპოვიაზის ადვოკატმა, ელბრუს მურტაზოვმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ არაფერი იცის მიზეზის შესახებ. ცეპოვიაზი „ცაპოკის“ ცნობილი ბანდის წევრი იყო, რომელიც სამხრეთ რუსეთში სოფლის მოსახლეობას ესმოდა თავს და ძარცვავდა. გავრცელდა ცნობა, რომ მასმედიას ხელში ჩაუვარდა ფოტოგრაფიები, რომლებზეც გამოსახულია ცეპოვიაზი, როგორ წვავს მწვადებს, მიირთმევს ხიზილალას და კიბორჩხალებს საპატიმროში. ადვოკატის თანახმად, ცეპოვიაზმა იცის სკანდალური ფოტოების შესახებ, მაგრამ თვლის, რომ მათი ავთენტურობა უნდა დაგინდეს. ფოტოგრაფიები პროკურატურას მისმა ყოფილმა ცოლმა გადასცა. მანვე უამბო პროკურატურას, რომ ციხეში ქმრის ღირსეული შენახვისთვის, ოჯახი წელიწადში დაახლოებით 50 ათას დოლარს ხარჯავდა. პენიტენციალური სამსახურის თანახმად, სურათები ნამდვილი იყო, მაგრამ ისინი 25 წელს იყო გადაღებული. ცნობით, სამსახურმა დაადასტურა, რომ ახლა, ცეპოვიაზი უმკაცრეს პირობებში იმყოფება. რუსეთის გენერალური პროკურატურა მოითხოვს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამურის ოლქის მე-3 კოლონიის თანამშრომლების მიმართ, სადაც ცეპოვიაზი იხდის სასჯელს. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სასჯელ მისჯილს უკანონოდ შეუქმნეს კომფორტული პირობები. 2013 წლის ნოემბერში ცეპოვიაზს თითქმის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მისი ბანდის წევრებმა 2010 წელს კრასნოდარის ოლქში მასობრივი მკვლელობა მოაწყვეს. მსხვერპლი, 12 ადამიანი, ადგილობრივი ფერმერის, სერვერ ამეტოვის ოჯახის წევრები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG