Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს-ანჯელესში აშშ-ის არმიის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა 12 ადამიანი მოკლა


28 წლის შეიარაღებულმა პირმა, რომელიც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის თანახმად, ავღანეთში იბრძოდა 2010-2011 წლებში, 12 ადამიანი, მათ შორის შერიფის მოადგილე, მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა ხალხით სავსე ბარში, აშშ-ში, კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში. თავდასხმა მოხდა 7 ნოემბერს, თაუზენდ ოაკში, ლოს ანჯელესიდან 60 კილომეტრში. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრულად არს ინფორმირებული საშინელი სროლის შესახებ. ტრამპმა ქებით მოიხსენია პოლიცია, მისი „დიდი სიმამაცის გამო“. მან განკარგულება გასცა, დროშები დაუშვან 10 ნოემბერს და პატივი სცენ მსხვერპლს. ვენტურ კაუნტის შერიფმა, ჯეფ დინმა 8 ნოემბერს რეპორტიორებს უთხრა, რომ დევიდ ლონგმა, ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო უმისამართო სროლა „ბორდერლაინ ბარ ანდ გრილში“, სადაც კონცერტი იმართებოდა. თავდამსხმელი შავ სამოში იყო გამოწყობილი და ქუდი სახეს თითქმის უფარავდა. მან ხალხს ცეცხლი გაუხსნა და თავიდან ათი პირი დაჭრა, რის შემდეგაც, ჩანს, თავი მოიკლა, განაცხადა შერიფმა. შერიფის მოადგილე, რონ ჰალუსი რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე, მაგრამ ლონგმა შენობაში შესვლისთანავე მასაც ესროლა. ჰალუსი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შერიფის თქმით, მას და მის მოადგილეებს ადრეც ჰქონდათ შეხება ლონგთან, სხვათა შორის, აპრილის თვეში, როცა მისი სახლიდან მიიღეს გამოძახება და როცა ის გაბრაზებული და ირაციონალური მოეჩვენათ. მაშინ პოლიციამ არ ჩათვალა, რომ ლონგის დაკავება საჭირო იყო, განაცხადა შერიფმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG