Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა ლარის სწრაფი გამყარება შეაჩერა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ინტერვენცია მიმართული იყო ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარების შესაჩერებლად. მიმოქცევიდან დოლარის ამოღება მასზე მოთხოვნას ზრდის. ბოლო ერთ დღეში ეროვნული ვალუტა 0,5 თეთრით გამყარდა.

„ეროვნული ბანკი ამით შეეცადა, ლარის ნახტომისებური გამყარება შეენელებინა, რაც ცალკე აღებული, ასევე ანომალიური ქცევაა”, - განმარტავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით ხვალ, 10 ნოემბრისთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2,7146 იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG