Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე: „ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული სამუდამოდ“


მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს 2018 წლის პირველობის დასრულებიდან რამდენიმე საათში ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც თავისი მორიგი წარმატება შეაფასა.

25 წლის მძიმეწონოსანმა ძალოსანმა 10 ნოემბერს აშხაბადში ზედიზედ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული - თან ისე, რომ არც ერთი კონკურენტისთვის წარმატების პატარა შანსიც არ მიუცია. ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 474 კილოგრამი მოაგროვა, დროის ორსაათიან მონაკვეთში მსოფლიოს რეკორდები შვიდჯერ გააუმჯობესა და უახლოეს მდევარს 24 კილოგრამით აჯობა.

„ზედიზედ მესამედ მოვახერხე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით გამახარა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალმა ატაცში. მჯერა, რომ არა ტრავმა, ის კვლავ შეძლებდა ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, ექიმს, ფედერაციას, სპონსორებს და, რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო! მინდა იცოდეთ, რომ ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული სამუდამოდ“, - დაწერა ლაშა ტალახაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG