Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიუჯეტი პრობლემებს გააღრმავებს


„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმილი და სწორედ ასეთმა დაგეგმვამ გაზარდა სიღარიბე.

„თუნდაც პენსიების 20-ლარიანი ზრდა, რომელიც ჩადებულია ბიუჯეტის პროექტში, არსებითად ვერ შეცვლის სიტუაციას. ქვეყანას ახლა სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების შესაქმნელად და კეთილდღეობის ზრდისთვის. ამისათვის საჭიროა, რომ გადასახადები შემცირდეს და მთავრობამ მოიკლოს ბიუროკრატიული ხარჯი. ჩვენ ვხედავთ ბიუჯეტში, რომ „ქართული ოცნება“ ამას არ აპირებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG