Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგა ერთა ლიგაზე


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე, ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ, პირველი ქულები დაკარგა და პირველი გოლი გაუშვა. 15 ნოემბერს მეხუთე ტურის შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ანდორას სტუმრად დაუპირისპირდა და თამაში ფრედ - 1:1 - დასრულდა. ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა, მასპინძელთაგან კი გოლი კრისტიან მარტინესმა გაიტანა 63-ე წუთზე.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი ჯერ კიდევ ოთხი ტურის შემდეგ გაინაღდა და სატურნირო თვალსაზრისით ანდორასთან მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში კი 19 ნოემბერს გაიმართება თბილისის „დინამოარენაზე“ ყაზახეთის ნაკრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG