Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონიჭალაში დაღუპული დედა-შვილი ჭიათურაში გადაასვენეს


თბილისის ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული დედა-შვილი ჭიათურაში გადაასვენეს. ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში. გარდაცვლილთა გადასვენების და დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია ფარავს.

დამწვრობის ცენტრში იმყოფება აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი ოჯახის სამი წევრი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მძიმე, თუმცა სტაბილურია უფროსი ასაკის ქალის და მამაკაცის მდგომარეობა. მათ მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია 6 წლის გოგონა.

ზემო ფონიჭალის დასახლების 23-ე კორპუსში 15 ნოემბერს, დილით მომხდარი აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ევაკუირებული ოჯახები თბილისის მერიამ დროებით განათავსა რამდენიმე სასტუმროში. კრწანისის რაიონის გამგებლის, ლევან ჯაფარიძის ინფორმაციით, სასტუმროებში დააბინავეს 63 ადამიანი. საცხოვრებელი კორპუსის აღდგენას და უსაფრთხოების შემოწმებას მერია უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG