Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ახალი ტაქტიკური იარაღი გამოსცადა


კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფხენიანმა გამოსცადა ახალი, მაღალტექნოლოგიური ტაქტიკური იარაღი, რომელიც არმიას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. შეტყობინებაში მითითებული არ არის იარაღის კონკრეტული სახეობა. ამავე სააგენტოს ცნობით, წარმატებულ გამოცდას დაესწრო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

12 ივნისს, სინგაპურში გამართულ მოლაპარაკებაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონის მიერ ეკონომიკური სანქციების გაუქმების და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ფხენიანი უარს იტყვის ბირთვული რაკეტების შექმნაზე და საერთაშორისო დამკვირვებლებს მისცემს პოლიგონების შემოწმების უფლებას. ახლახან, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს ოცამდე საიდუმლო სარაკეტო ბაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG