Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო გმობს პუტინის განცხადებას, რომ მშვიდობაზე მოსალაპარაკებლად უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოლოდინი მანამ, სანამ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება - რომლის შედეგიც, მისი იმედით, ახალი პრეზიდენტი იქნება. პუტინის ეს განცხადება 15 ნოემბერს დაგმო უკრანის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფისმა - განაცხადა რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა მანამ, სანამ პროცესი დაიწყებოდეს. სინგაპურში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, ამჟამად უშედეგო იქნება ის ძალისხმევა, რომელსაც საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები იჩენენ 2015 წელს მინსკში მიღწეული სამშვიდობო გეგმის შესასრულებლადო. ამასთან, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ კიევში მომავალ წელს ახალი საპრეზიდენტო ადმინისტრაცია თავს მიუძღვნის მთავრობის ძალებს და სეპარატისტებს შორის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. კიევსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ბრძოლას 2014 წლიდან 10 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სვიატოსლავ ტსეჰოლკომ ფეისბუკით დაწერა, პოროშენკოს სურს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მშვიდობიანი გადაწყვეტა, მაგრამ "არასოდეს დათანხმდება აგრესორი ქვეყნის სამშვიდობო პირობებსო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG