Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა მოძრაობა მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპები


მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, გაექრო მის მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის კამპანიიდან და სარეკლამო ბილბორდებზეც კი ჩაენაცვლებინა იგი კაცი პოლიტიკოსებით, აზიანებს გენდერული თანასწორობის იდეას და კიდევ უფრო ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების მარგინალიზაციას”-აღნიშნულია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხაზგასმით კი „ქართულ ოცნებას“, მეტი გენდერული მგრძნობელობა გამოიჩინოს და არ წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად, კაცებთან შედარებით სუსტ პოლიტიკოსად და ამით არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპი ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ქალთა მოძრაობის შეფასებით, ეს მიდგომა აზიანებს ზოგადად საარჩევნო გარემოს და კიდევ უფრო აფერხებს ქალების აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაბალი პოლიტიკური კულტურისა, დღემდე გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია არ მოხვედრილა ადგილობრივი,საერთაშორისო და დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ანგარიშებში, გარდა ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან(მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი)გაკეთებული რამდენიმე სექსისტური გამონათქვამისა. ამის მიუხედავად,განცხადების მიხედვით, მმართველი პოლიტიკური გუნდი გამუდმებით ცდილობს მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლად წარმოჩენას კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG