Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო ფონიჭალის 23-ე კორსპუსის მცხოვრებლებს ბინებიდან ნივთების გამოტანის უფლება მისცეს


ზემო ფონიჭალაში, 23 კორპუსში მცხოვრებლები პირველადი მოხმარების ნივთების გამოსატანად მეხანძრე-მაშველების თანხლებით შეუშვეს. როგორც კრწანისის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ჩარგეიშვილმა განუცხადა მედიას, საცხოვრებელ ბინებში ოჯახები სპეციალურად შედგენილი სიის მიხედვით, რიგ-რიგობით შედიან, უსაფრთხოების ზომების დაცვით. არჩილ ჩარგეიშვილის განმარტებით, ექსპერტიზის პასუხების შესაბამისად გადაწყდება, რა ზომების მიღება გახდება საჭირო კორპუსის რეაბილიტაციისთვის.მისი თქმით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ხვალიდან კი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

აფეთქება ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში 15 ნოემბერს 11 საათზე მოხდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი. კორპუსიდან ევაკუირებული 26 ოჯახი თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობამ დროებით, სასტუმროებში განათავსა, 2 ოჯახი თავს ნათესავებს აფარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG