Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალა ერთობაშია“ არჩევნების მეორე ტურის თარიღის შეცვლას სასამართლოში ითხოვს


ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კვირის სამუშაო დღეს დანიშვნის ფაქტი პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადებით სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა მიმართა:

“ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს. არსებული კანონმდებლობით, შეეძლო პირველი ტურის შედეგები შეეჯამებინა შაბათ-კვირას და მეორე ტური დაენიშნა არასამუშაო დღე. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა მიეცემოდა თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ცესკო-ს განკარგულება აქვს არჩევნების გრაფიკის შესახებ, სადაც 1-ელი დეკემბერი არის აღნიშნული არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლო თარიღად. სამწუხაროდ, ცესკომ ჯიუტად გაითვალისწინა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დაკვეთა.“-განუცხადა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ცესკოს გადაწყვეტილება, კომისიამ საკითხი ხელახლა განიხილოს და არჩევნები არასამუშაო დღეს დანიშნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG