Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი ხელოვნურს უწოდებს ქართველი სამხედროების შესახებ აჟიოტაჟს


საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ხელოვნურად შექმნილი“ უწოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლო სამხედროებს პასუხისგებაში არ მისცემს, რადგან მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამასთან, ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული საკითხი სასამართლომდე მივა თუ არა, არავინ იცის. „მთელი ეს აჟიოტაჟი არის სრულიად ხელოვნურად შექმნილი და სავარაუდოდ, დიახ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკური სარგებლის ნახვის მიზნით. ხელოვნურად არის შექმნილი იმიტომ, რომ არათუ შეიძლება, ვინმეს პასუხისგების საკითხზე ვისაუბროთ საჯაროდ და სამი დღის განმავლობაში ამხელა ამბავი გვქონდეს, არამედ საქმე სასამართლომდე მივა თუ არა, ესეც კი არავინ იცის“, - განაცხადა ხიდაშელმა, რომლის სიტყვებიც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს.

ხიდაშელის თქმით, ეს შეიძლება მოხდეს, ერთადერთ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე რამეს გააყალბებს მოქალაქეების წინააღმდეგ. „რასაც მე გამოვრიცხავ, რასაც არ უნდა ვფიქრობდე თეა წულუკიანზე, როგორც იუსტიციის მინისტრზე, რომელმაც სასამართლოს რეფორმა დაასამარა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG